საქართველოს
პრეზიდენტსა
და თურქეთის პრემიერ-მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას, პრეზიდენტის
ადმინისტრაცია ავრცელებს.
„საქართველოს პრეზიდენტსა და თურქეთის პრემიერ-მინისტრს რეჯეფ ტაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. მხარეებმა საქართველოში შემდგარი საპარლამენტო არჩევნები განიხილეს. საუბრისას, რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა საქართველოს პრეზიდენტს დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნებისთვის მადლობა გადაუხადა და სრული
მხარდაჭერა
აღუთქვა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში“,-
ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბრის დასასრულს, ერდოღანმა მიხეილ სააკაშვილთან უახლოეს მომავალში შეხვედრის სურვილიც გამოთქვა.
Internet.ge