საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორენ ფაბიუსმა „ქართული
ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
ამის შესახებ ინფორმაცია, ივანიშილის სოციალურ
ქსელ facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
„ლორენ ფაბიუსსა და ბიძინა
ივანიშვილს
შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა „ქართული ოცნების“ ლიდერს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ლორენ ფაბიუსმა ხაზი გაუსვა აღნიშნული საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე. სატელეფონო საუბრისას ლორენ ფაბიუსმა და ბიძინა
ივანიშვილმა
საფრანგეთ-საქართველოს ურთიერთობაზე ისაუბრეს, განიხილეს ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები“,-
ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
Internet.ge