ვიქტორ დოლიძე: პარლამენტის მაჟორიტარებს ქალაქის ბიუჯეტის განხილვასთან არაფერი ესაქმებათ
ვიქტორ დოლიძე ქალაქ თბილისის მერის განცხადებას, რომლის მიხედვითაც
გიგი უგულავამ მაჟორიტარები მერიაში მიიწვია, მორიგ პიარს უწოდებს.
როგორც „ქართული ოცნების“ ჩუღურეთის მაჟორიტარობის
კანდიდატმა განაცხადა,
პარლამენტის
მაჟორიტარებს
ქალაქის ბიუჯეტის განხილვასთან არაფერი ესაქმებათ.
"ეს განცხადება პიარს
ემსახურება. გიგი
უგულავას ჩვენ მთელი ორი წლის განმავლობაში ვთხოვდით, რომ განეხილა ბიუჯეტის ფორმირების მანკიერი მხარეები. დღეს კი, პარლამენტის
მაჟორიტარებს
იქ არაფერი ესაქმებათ,“ - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
თბილისის მერი გიგი უგულავა ახლადარჩეულ მაჟორიტარებს თბილისის მერიაში იწვევს. გიგი უგულავა კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მაჟორიტარ დეპუტატებთან შეხვედრას მომავალი წლის ბიუჯეტისა და სხვადასხვა პროგრამების განსახილველად აპირებს.
Internet.ge