ჟენევის
საერთაშორისო მოლაპარაკებების
21-ე რაუნდზე მიღებული გადაწყვეტილებით,
ძალის გამოუყენებლობის
დოკუმენტზე
მუშაობა დაიწყო.
ქართული
დელეგაციის
წარმომადგენლების
განცხადებით,
იმ შემთხვევაში თუ სწორად
წარიმართება
პროცესები
და დოკუმენტი დამტკიცდება, რუსეთის ფედერაცია ძალის გამოუყენებლობასთან
დაკავშირებით
პასუხისმგებლობას
სრულად იკისრებს.
„ჩვენი დავიწყეთ ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტზე მუშაობა,
რომელიც თუ სწორად წარიმართება რუსეთი აიღებს ჯარის გაყვანის ვალდებულებას
საქართველოს ტერიტორიიდან“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძემ.
შეგახსენებთ,
რომ ჟენევის მოლაპარაკებების
21-ე რაუნდის მთავარი თემები ძალის გამოუყენებლობა,
დევნილების
დაბრუნება
და რეგიონის დეოკუპაცია იყო.
ჟენევაში
საქართველოს
დელეგაცია
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგი კაპანაძის ხელმძღვანელობით
იმყოფებოდა.
ასევე, მოლაპარაკებებს დამკვირვებლის სტატუსით ესწრებოდნენ კოალიცია “ქართული ოცნების” წარმომადგენლები
გიორგი ვოლსკი და რეინტეგრაციის მინისტრობის კანდიდატი პაატა ზაქარიაშვილი.
internet.ge