უმრავლესობით მოსული ძალა, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის
პერიოდში, რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებს არ აღადგენს. ამის შესახებ
ჟურნალისტებს საგარეო ურთიერთობების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეობის
კანდიდატმა თედო ჯაფარიძემ განუცხადა.
მისი თქმით, არსებული პრობლემის მოსაგვარებლად რუსეთთან ურთიერთობა
აუცილებელია.
„ჩვენი საგარეო პრიორიტეტად ნატოსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში
გაწევრიანება დარჩება. რაც შეეხება რუსეთს, მასთან გარკვეული
სახის დიალოგის აღდგენა უნდა შევძლოთ “,-
განაცხადა ჯაფარიძემ.
internet.ge