The New York Times- ში ჟურნალისტი ელენ ბარი ბიძინა ივანიშვილზე
ვრცელ სტატიას აქვეყნებს. ‘’ინტერნეტ.ჯი"
აღნიშნული სტატიის თარგმანს გთავაზობთ, რომელსაც Foreignpress აქვეყნებს.
The New York Times: ‘’20 წელზე მეტი გავიდა, რაც საბჭოთა
კავშირი დაიშალა და მას შემდეგ დასავლეთი ამ სივრცეში არაერთი სხვადასხვაგვარი
ლიდერის მომსწრე გამხდარა. ესენი იყვნენ საბჭოთა „აპარატჩიკები“, მგზნებარე ნაციონალისტები,
„კაგებეს“
გაწვრთნილი
რკინის კაცები – მაგრამ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ორშაბათს საქართველოს პრემიერმინისტრობის
კანდიდატად
დასახელდა,
არცერთ მათგანს, თანაც ოდნავადაც კი არ გავს.
გასულ
წლამდე, როდესაც კარჩაკეტილმა ოლიგარქმა ივანიშვილმა სააკაშვილის დამარცხების პირობა დადო, ცოტამ თუ იცოდა როგორ გამოიყურებოდა ის. ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანი მის მიერვე შექმნილ ჩაკეტილ გარემოში ცხოვრობდა, აგროვებდა ზებრებსა და $1.3 მილიარდიან არტკოლექციას, დაკავებული იყო იოგის ვარჯიშითა და სასახლეების მშენებლობით, მათ შორის იმ სოფელში, სადაც თავად დაიბადა.
დასავლეთის
ლიდერებს ერთი წელი ჰქონდათ იმისთვის, რომ ოპოზიციის წარმომადგენელს,
56 წლის ბ-ნ ივანიშვილს შეგუებოდნენ. მაგრამ მისი ეროვნულ ლიდერად ქცევიდან რამდენიმე საათში განგაშის ზარი ატყდა: როგორც კი სააკაშვილმა საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა ბ-ნ ივანიშვილმა ბრაზიანი პრესკონფერენცია
გამართა და საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე სააკაშვილს გადადგომა ურჩია. მომდევნო დღეს ივანიშვილმა ნათქვამი უარყო. მან როგორც ჩანს, არ იცოდა, რომ ეს დასავლეთის დედაქალაქებში პანიკას გამოიწვევდა.
პოლიტიკური
ძალაუფლების
გადაცემა უბრალო რამ არ არის. აშშ-მ ექსტრაორდინარული
რესურსები
ჩადო ამ პატარა ქვეყანაში, რომელიც რუსეთის სამხრეთ საზღვართან პროდასავლური საყრდენია, და ენერგო და სამხედრო საქონლის გადასაზიდად სატრანზიტო არეალია. ივანიშვილის საზოგადოებრივ ასპარეზზე მოღვაწეობის დოსიე იმდენად მწირია, რომ ძალიან რთულია გავიგოთ როგორ გაუმკლავდება ის გადაწყვეტილებების
მიღებას მომდევნო თვეების განმავლობაში, თანაც იმის გათვალისწინებით,
რომ რუსეთი საქართველოსთან დაახლოებას ცდილობს, ხოლო ივანიშვილის მხარდამჭერები ქვეყნიდან გაქცეული მოხელეების დასჯას მოითხოვენ.
„ჩემი
მთავარი განცდა ისეთია, რომ თუკი პოლიტიკის ენაზე ვიტყვი, ის სუფთა ფურცელია.“ ამბობს თომას დე ვაალი, კავკასიის საკითხების ექსპერტი კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდიდან. „ის არის ფურცელი, სადაც ბევრი ცარიელი ადგილია და მზად არის იმისთვის, რომ ამ თავისუფალ ადგილებში ბევრი ჩაწერს პოლიტიკურ კონცეფციებს. შეერთებული შტატებისთვის ეს დაუმსახურებელი იღბალია.“
ბ-ნ ივანიშვილი რუსეთში საცხოვრებლად
1982 წელს
გადავიდა და საქართველოში ორი ათეული წლის შემდეგ დაბრუნდა ქონებით, რომელიც ლითონისა და საბანკო ინდუსტრიით იშოვა. მისი კაპიტალი ჟურნალ Forbes-ის თანახმად $6.4 მილიარდია.
მისმა
წარმატებამ
რუსეთში, გააჩინა ჭორები, რომ მის უკან მოსკოვი იდგა. ამის მტკიცებულებები არ გამჟღავნებულა, თუმცა მისი წარსული მართლაც საიდუმლოებითაა მოცული. ქართველებმა ის თანდათან გაიცნეს მისი გულუხვი ანონიმური საჩუქრების წყალობით: მან თბილისის ოქროს გუმბათიანი საკათედრო ტაძრის მშენებლობა დააფინანსა, ჯარისკაცებს ფეხსაცმელი უყიდა და საკუთარ სოფელს უანგაროდ ეხმარებოდა.
მიუხედავად
იმისა, რომ თავისი ფული სასტიკ და დაუნდობელ გარემოში იშოვა, ივანიშვილი მშვიდად მოსაუბრე და საოცრად უბრალო ადამიანია. მისი პირველი ინტერვიუებით დასავლელ ჟურნალისტებთან გაურკვეველი რჩებოდა თუ როგორ აპირებდა ის ქვეყნის მართვას ყოფილი მოკავშირის, სააკაშვილის ჩამოშორების შემდეგ. ფსიქოანალიზით გატაცებული ივანიშვილი რეგირებდა პრეზიდენტის ცნობიერისა და არაცნობიერის ჭიდილზე, ან აცხადებდა, რომ ის „თავის ხასიათს ვერ მართავს“ ან „არ იცის სიყვარული რა არის“ - ეს
არის ნაწყვეტი გავლენიან გაზეთში გამოქვეყნებული სტატიიდან სათაურით ‘’საქართველოს
ლიდერი გამოცანაა".
Internet.ge