საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე, რუსეთის საგარეო უწყების წერილს პროვოკაციულს
უწოდებს და ამბობს, რომ ლავროვის უწყება საკუთარი შეცდომის სხვაზე გადაბრალებას ცდილობს.
„აღნიშნული განცხადება
ცალსახად ფაქტობრივი უზუსტობაა, იმიტომ, რომ საქართველო ამ ხელშეკრულებიდან არ გამოდის,
უბრალოდ ჩვენ ხელშეკრულების მოქმედებას დროებით ვაჩერებთ, მანამ სანამ რუსეთი თავის
თავზე აიღებს ხელშეკრულებით დადგენილ ვალდებულებას. რუსეთი საკუთარ დანაშაულის კლასიკურად
სხვაზე გადაბრალებას ცდილობს. ღია ცის ქვეშ ფრენის ხელშეკრულებას საქართველო 2 წელიწადია
პირნათლად ასრულებს, რუსეთის ფედერაცია კი მას შეგნებულად არღვევს“,– აცხადებს ნინო
კალანდაძე.
საქართველოს მიერ "ღია ცის შესახებ შეთანხმების" ვალდებულების
შეწყვეტის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება დღეს გაავრცელა
და ქართული მხარე რუსეთის უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა.
თავის მხრივ,
ვაშაძის უწყებამ წინა კვირას მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული შეთანხმება დროებით შეეწყვიტა.
ამ ქმედების ერთ–ერთ მოტივად რუსეთის მიერ შეთანხმების არაერთი დარღვევა და საქართველოს
ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნებართვის გარეშე მონიტორინგი სახელდება.
internet.ge