გაეროში
მიღებული რეზოლუციის მიუხედავად, მარიონეტული რეჟიმები უარს ამბობენ ჟენევის
დისკუსიებზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დევნილთა დაბრუნების საკითხი
განიხილონ, რასაც რუსეთიც ეთანხმება.
„აფხაზეთისა
და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებმა დაადასტურეს, რომ ჟენევაში ამ თემატიკაზე დიალოგს
არ გააგრძელებენ“ - ხაზგასმულია ჟენევის მოლაპარაკებათა 21-ე რაუნდის შესახებ
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარებში.
აღსანიშნავია,
რომ „სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დელეგაციებში“ იგულისხმება სოხუმისა და
ცხინვალის წარმომადგენლები - ვიაჩესლავ ჩირიკბა და მურატ ჯიოევი, რომლებიც, თავის
მხრივ, ჟენევის მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციას წარმოადგენენ და მოსკოვის
პოზიციებს ახმოვანებენ.
internet.ge