რუსეთის
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა, კითხვაზე, წავა თუ არა
რუსეთის საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან კონტაქტზე, განაცხადა, რომ ასეთი განცხადების გაკეთება ჯერ
ნაადრევია, რადგან მოსკოვმა ჯერ უნდა გაიგოს ქართველ პარტნიორთა რეალური მიზნები,
რის შემდეგაც პოზიციის განსაზღვრა მოხდება.
„მაქვს
შთაბეჭდილება, რომ ახალი ხელისუფლებას აქვს დაფიქრების საფუძველი. მსჯელობა -
ურთიერთობის ნორმალიზებასა და იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოს ამისათვის თბილისმა“ -
განაცხადა კარასინმა, თუმცა დასძინა, რომ რუსეთი ჯერ კარგად უნდა დააკვირდეს,
როგორ განვითარდება თბილისში „პოლიტიკური აზრი“.
კარასინმა
ჟენევის დისკუსიების ბოლო რაუნდზეც ისაუბრა, რომელსაც „ქართული ოცნების“
წარმომადგენლებიც დაესწრნენ. კითხვაზე, რამდენად არის მზად „ქართული ოცნება“
კავკასიის რეგიონში ახალი რეალიები აღიაროს, მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ
„ახალი მიდგომების“ იმედი აქვს, თუმცა საბოლოო შეფასებისგან მაინც თავი შეიკავა:
„დავიცადოთ. იქ ჯერ კიდევ გარდამავალი პერიოდია“ - დასძინა კარასინმა.
მისი თქმით,
რეგიონში საკვანძო პრობლემაა ის, რომ თბილისი უარს ამბობს ძალის გამოუყენებლობის
შეთანხმების ხელმოწერაზე და იმაზე, რომ აღიაროს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის
დამოუკიდებლობა.
internet.ge