დღეს, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოს პრეზიდენტი
პრაღაში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 58-ე სესიაზე პირადად მიიწვია, სადაც მიხეილ სააკაშვილი მთავარ გამომსვლელად წარსდგება.
აღნიშნული ინფორმაცია
პრეზიდენტმა თავად გაახმოვანა. ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, რომ დემოკრატიულად გამართული არჩევნების
შემდეგ, საქართველო
კიდევ უფრო დაუახლოვდა ჩრდილოატლანტიკურ
ალიანსს. მისი თქმით, ახლა გვაქვს ისტორიული შანსი, რომ სერიოზულად წავიწიოთ
წინ ნატოში
ინტეგრაციის თვალსაზრისით.
მიხეილ სააკაშვილმა
განაცხადა, რომ ამის თაობაზე მან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, რამდენიმე დღის წინ, დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზე ესაუბრა.
მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ დროა ყველა
გამოვიდეს საარჩევნო ეიფორიიდან. პრეზიდენტმა დასძინა,
რომ არჩევნების
შედეგად მოსულ
კოალიციასთან აუცილებელია თანამშრომლობა,
რათა ინტეგრაციის
პროცესი კიდევ
უფრო დაჩქარდეს.
Internet.ge