ყოფილ თანამდებობის პირებს დიპლომატიური პასპორტით სარგებლობის უფლება შეუნარჩუნდებათ
საქართველოს
პრეზიდენტის
ბრძანების
საფუძველზე,
გათავისუფლების
ან უფლებამოსილების
ვადის გასვლიდან ერთი წლის განმავლობაში, თანამდებობის
პირებს,
შესაძლოა დიპლომატიური პასპორტით სარგებლობის უფლება შეუნარჩუნდეთ.
აღნიშნულთან
დაკავშირებით,
ინფორმაცია
“საკანონმდებლო
მაცნეში” გამოქვეყნდა.
ბრძანებულების
მიხედვით,
პრეზიდენტსა
და მის მეუღლეს დიპლომატიური პასპორტით სარგებლობის უფლება სამუდამოდ უნარჩუნდებათ.
ასევე,
სამსახურებრივი
სარგებლობის
პასპორტი არ გამოიყენება კერძო მიზნით მგზავრობისათვის.
დიპლომატიური
პასპორტით
სარგებლობის
უფლება შესაძლოა შენარჩუნდეთ პირებს, რომლებიც არიან: პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, პარლამენტის წევრები, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და მდივნის მოადგილეები, მინისტრები და სახელმწიფო მინისტრები, გენერალური პროკურორი, კონტროლის პალატის თავმჯდომარე, სახალხო დამცველი, უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და მისი მოადგილეები, პრეზიდენტის მრჩევლები, თანაშემწეები, პრეზიდენტის სამდივნოს უფროსი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის სამსახურის უფროსი და მისი მოადგილეები, ამავე სამსახურის მთავარი კონსულტანტები და კონსულტანტები.
ასევე
მთავრობის
კანცელარიის
უფროსი და მისი მოადგილეები, პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსი, პრემიერ-მინისტრის მრჩევლები, მთავრობის საპარლამენტო მდივანი, პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი და ამავე დეპარტამენტის მთავარი და წამყვანი სპეციალისტები, პარლამენტის აპარატის უფროსი და მისი მოადგილეები, პარლამენტის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების, თავდაცვისა და უშიშროების, ევროინტეგრაციის
კომიტეტების
აპარატის უფროსები, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის თავმჯდომარეები და უმაღლესი საბჭოების თავმჯდომარეები,
გენერალური
პროკურორის
მოადგილეები,
სახელმწიფო
დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსი, პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულები, თბილისის მერი, პრემიერი, საკრებულოს თავმჯდომარე და მდივანი, საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები,
სამინისტროსა
და უცხოეთის ქვეყნებში არსებული მის დაწესებულებების
დიპლომატიურ
თანამდებობაზე
მყოფ თანამშრომლები, საპატიო კონსულები, სამხედრო მისიათა მეთაურები და სხვა თანამდებობის პირები.
Internet.ge