ვაშინგტონში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის მე-5 შეხვედრა
გაიმართა.
შეხვედრას
საქართველოს
მხრიდან თანათავმჯდომარეობდნენ
საქართველოს
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიორგი ბოკერია და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე, ხოლო ამერიკული მხრიდან ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ გორდონი და სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეები ერიკ რუბინი და ტომ მელია.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე
დემოკრატიული
რეფორმების
ფართო სპექტრი
განიხილეს
, მათ
შორის, ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში
და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის
მზადების პროცესი.
„შეხვედრაზე ასევე განიხილულ იქნა საქართველო-აშშ-ს თანამშრომლობა „ღია მმართველობის პარტნიორობის" ინიციატივის ფარგლებში და საქართველოში განხორციელებული
წარმატებული
რეფორმების
გამოცდილების
გაზიარების
შესაძლებლობა
მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებისათვის“,-
ნათქვამია გრიგოლ ვაშაძის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Internet.ge