უსუფაშვილი: ყველა პროცედურული საკითხის ჩამოყალიბება დაგეგმილზე 10 დღით ადრე მოხდება
ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში მინისტრობის კანდიდატთა და
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს შორის კონსულტაციები გრძელდება.
როგორც შეხვედრიდან გამოსულმა პარლამენტის თავმჯდომარეობის
კანდიდატმა დავით
უსუფაშვილმა აღნიშნა, მთავრობის გადადგომის შემდეგ ყველა
პროცედურული საკითხის ჩამოყალიბება,
10 დღით ადრე მოხდება, ვიდრე დაგეგმილი იყო.
საუბრის თემას რაც შეეხება, უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ბიზნესცენტრში
მთავრობის ფორმირება განიხილება.
„მოგეხსენებათ,
რომ დღევანდელი მდგომარეობით პრეზიდენტი ვალდებულია 17 ოქტომბრამდე შეარჩიოს პრემიერის კანდიდატურა იმიტომ, რომ მთავრობა გადამდგარია. ამიტომ, გარკვეული საკითხები უფრო დაჩქარებული ტემპით წარიმართება, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, მინისტრობის ვაკანტურ
თანამდებობებზე ბიძინა ივანიშვილი კანდიდატებს მომავალ კვირას წარადგენს.
Internet.ge