ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში მინისტრის 4 ვაკანტურ თანამდებობაზე კონსულტაციები მიმდინარეობს. მინისტრობის ორი კანდიდატი ბიზნესცენტრში გამართულ შეხვედრაზე გუშინ შეარჩიეს.
ამის შესახებ, სასჯელაღსრულების მინისტრობის კანდიდატმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა.
სუბარის თქმით, დღის ბოლომდე კონსულტაციები დასრულდება.
ბიძინა ივანიშვილი მინისტრობის 6 კანდიდატს საზოგადოებას ხვალ წარუდგენს.
internet.ge