‘’პოლიტიკური ციკლის შემდეგ მე დავუბრუნდი საზოგადოებრივი
კვლევის ინსტიტუტს, მე სიტყვა შევასრულე - განაცხადა ქსპერტმა გია ხუხაშვილმა საზოგადოებრივი
მაუწყებლის ეთერში, გადაცემა ‘’აქცენტებში" საუბრისას.
‘’არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა, კოალიციაში ყველა არის
ჩემი მეგობარი, თუმცა ძალიან ბევრისთვის სიურპრიზი იყო ჩემი განცხადება. არაფერი შეცვლილა ჩემსა და ივანიშვილის ურთიერთობებში,
მე კოსულტაციებში აღარ ვმონაწილეობ, თუმცა დღესაც ვიყავი ბიზსნესცენტრში.
დღეს ჩემი აზრით ერთ-ერთი მთავარი ამოცანა გახლავთ საზოგადოებრივი
აზრის გაღვიძება და მე მინდა მონაწილეობა მივიღო ამაში" - დასძინა ხუხაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მან გუშინ, ჟურნალისტებთან საუბარში
განაცხადა კოალიციის დატოვებისა და სამოქალაქო სექტორში დაბრუნების შესახებ.
Internet.ge