“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები პარლამენტში სამი ფრაქციის შექმნას გეგმავენ
“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები პარლამენტში სამი ფრაქციის შექმნას გეგმავენ.
ამის შესახებ “ინტერნეტ.ჯი”-ს სანდო წყარომ განუცხადა. გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციაში გადასული “ნაციონალური მოძრაობა” საკანონმდებლო ორგანოში სამ ფრაქციად დაიშლება და საქმიანობას გუნდური პრინციპით, უმცირესობაში გააგრძელებს.
რაც შეეხება უმცირესობის ლიდერსა და ვიცე-სპიკერების ვინაობას, წყაროს ცნობით, უმცირესობის ლიდერად დავით ბაქრაძის კანდიდატურა განიხილება, ერთ-ერთ ვიცე-სპიკერად კი, მიხეილ მაჭავარიანი, თუმცა, ამ საკითხზე, პარტიაში ჩამოყალიბებული პოზიცია ჯერ კიდევ არ არის და “ნაციონალური მოძრაობის” წევრები უახლოეს დღეებში, პარტიულ ოფისში შეიკრიბებიან, სადაც პოლიტიკურ საკითხებზე, გადაწყვეტილებას მიიღებენ.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება “ქართულმა ოცნებამ” მიპოვა, რის გამოც, “ნაციონალები” ოპოზიციაში გადავიდნენ.
Internet.ge