„ნაციონალური მოძრაობის“
ერთ-ერთი ლიდერი აკაკი მინაშვილი ახალ
ხელისუფლებას მიმართავს, რათა ორ საკითხზე განსაკუთრებული ყურადრება გაამახვილოს.
როგორც „ქორთიარდ მარიოტში“ მიმდინარე კონფერენციაზე, მინაშვილმა განაცხადა, ბოლო პერიოდში, თვითმმართველობის ორგანოებში გარკვეული ფსიქოლოგიური ზეწოლა ხდება.
კერძოდ, საკრებულოს ის წევრები, რომლებმაც „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს და „ქართულ ოცნებაში“ გადავიდნენ, ფრაქციის დაშლას ცდილობენ, ასევე ადგილი აქვს სხვა
წევრების გადმობირების ფაქტებს.
„მინდა, გთხოვოთ, მიაქციოთ ამას ყურადღება, მით უმეტეს, რომ თქვენ
აქცენტს აკეთებთ ძალთა
ბალანსის აუცილებლობაზე. ასევე ძალიან
ბევრი თქვენი მომხრე
საუბრობს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის გამოცვლაზე და სახელდება კიდეც გარკვეული კანდიდატურები. მოგეხსენებათ, რომ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ თავისი მანდატი აქვს, ამიტომ პოლიტიკური ზეწოლის მცდელობა არ შეესაბამება იმ დაპირებებს, რომელსაც ახალი მმართველი ძალა
აკეთებს“, - მიმართა მინაშვილმა დავით
უსუფაშვილს.
Internet.ge