საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი დარწმუნებულია, რომ საქართველო კარგ ხელშია.
როგორც „ქორთიარდ მარიოტში“
მიმდინარე კონფერენციაზე ნორლანდმა განაცხადა, პრეზიდენტმა მიხეილ
სააკაშვილმა სახელმწიფოებრივი მოღვაწის სიბრძნე აჩვენა.
მისი თქმით, ალბათ, საპარლამენტო
არჩევნები საქართველოს ისტორიაში შევა, როგორც დრამატული და მნიშვნელოვანი გარდაქმნა,
რადგან კონკურენტული არჩევნები ჩატარდა და ახალი მთავრობა იქმნება, რომელიც უფლებამოსილებას მალე
აიღებს.
„პრეზიდენტმა სააკაშვილმა აჩვენა სამოქალაქო და სახელმწიფო მოღვაწის სიბრძნე. დარწმუნებული ვარ, რომ ძალაუფლების გადაცემის პროცესი პროფესიონალურად გაგრძელდება. საქართველოს ბედმა გაუღიმა, რომ ასეთი
კალიბრის პატრიოტები ჰყავს. ლიდერები, რომლებიც მზად არიან,
განსხავავებებს გადააბიჯონ და საქართველოს ინტერსებისთვის იმოძრაონ. დარწმუნებული ვართ, რომ საქართველო ძალიან კარგ ხელშია“, - დასძინა
ელჩმა.
internet.ge