GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ევროკავშირმა საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სქემა შეიმუშავა
14:05 15.10.2012
დღის სიახლეები

ევროკავშირმა საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სქემა ჩამოაყალიბა, რომელიც 2014–დან 2020 წლამდე გაგრძლდება.

ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ფილიპ დიმიტროვმა „ქორთიარდ მერიოტში“ გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც საქართველოში პოლიტიკური პროცესების მიმდინარეობას და სამომავლო პერსპექტივებს ეხება.

ელჩმა აღნიშნული კონფერენციის დიპლომატებისთვის დათმობილი ნაწილი გახსნა და საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობებზე ისაუბრა. 

„ჩვენ ყოველთვის ვიყავით საქართველოს მიმართ მომთხოვნი და ეს ნიშნული კიდევ უფრო აიწევს მაღლა, ჩვენ გვწამს, რომ საქართველო ის ქვეყანაა, რომელსაც სურს მიუახლოვდეს ევროკავშირს, თქვენს ქვეყანას პესიმიზმის საფუძველი არ აქვს, ჩვენ ყოველთვის მივანიშნებდით, რომ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და ევროკავშირისკენ სვლაზე დავიწყეთ მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობისა და ასოცირების ხელშეკრულების შესახებ, ასევე ვიზის ლიბერალიზაციაზე და ეს მხოლოდ სიტყვები არ არის და ამის მატერიალიზაცია მოხდება“, - განახადა დიმიტროვმა.

მისივე თქმით, ევროკავშირი აგრძელებს ქვეყნის ფინანსურ დახმარებას, რომელიც წლიურად 670 მილიონ ევროს მოიცავს.

„თითქმის ჩამოვაყალიბეთ თანამშრომლობის ახალი სქემა, რომელიც 2014–დან 2020 წლამდე გაგრძელდება, 6–7 წელი მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის, რათა გადადგას ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“, – განაცხადა ფილიპ დიმიტროვმა.

რაც შეეხება ევროკავშირის მიერ ქვეყანაში რეფორმების მხარდაჭერას, ელჩის თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს პენიტენციალურ სისტემაში რეფორმების მხარდაჭერას, ასევე სოფლის მეურნეობის სფეროში, სადაც ახალი მთავრობის ინიციატივები მას გამხნევების საშუალებას აძლევს.

რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებულ სიტუაციას, თუკი ამ მიმართულებით დაემთხვევა ახალი ხელისუფლებისა და მისი ხედვები, თანამშრომლობა პროდუქტიული იქნება.

Internet.ge

 

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
აფრასიძეების ადვოკატები 2004 წელს ჩატარებული სპეცოპერაციის საქმის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავენ1
არასამთავრობო სექტორი სახალხო დამცველის კანდიდატურას დაასახელებს2
დიმიტრი შაშკინმა და ჯონ მაკკეინმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს3
შსს საველე ვარჯიშს - "საქართველო 2012"-ს ჩაატარებს4
სპეცოპერაციის დროს სპეცდანიშნულების რაზმის 3 თანამშრომელი დაიღუპა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X