ახალ პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ 85, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი 65 დეპუტატი ეყოლება
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიღებული
შედეგებით, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში „ნაციონალურ მოძრაობას“ 65 დეპუტატი ეყოლება, ხოლო „ქართულ ოცნებას“
- 85.
არსებული ინფორმაციით, „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციული სიით 44 ადგილი მიიღო, ხოლო „ნაციონალურმა
მოძრაობამ“ - 33.
ამასთან, ოპოზიციას 32 მაჟორიტარი დეპუტატი
ეყოლება, ხოლო ხელისუფლებას - 41.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები 1-ელ ოქტომბერს გაიმართა, სადაც 2
150 197-მა ამომრჩეველმა
მონაწილეობა მიიღო.
Internet.ge