ოფიციალური მოსკოვი საქართველოს
ხელისუფლებას მისი კონკრეტული ნაბიჯებით, რუსეთისა
და სამხრეთ კავკასიის მიმართ არსებული პოზიციებით შეაფასებს. ამის შესახებ რუსეთის
საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ დავადასტურეთ, რომ
ველოდებით ახალი მთავრობის ფორმირებას და მის ძალაში შესვლას და შემდეგ ვისაუბრებთ
კონკრეტული საქმეებისა და პოზიციების მიხედვით, რომლებიც რუსეთის ფედერაციისა და
მთლიანად სამხრეთ კავკასიის მიმართ გაცხადდება,“
- აღნიშნა ლავროვმა.
Internet.ge