„მამუკა ნიკოლაიშვილის კანდიდატურას რეალობასთან და ჩვენს გუნდთან საერთო არაფერი აქვს",- ამის
შესახებ განცხადება სასჯელაღსრულების მინისტრობის კანდიდატმა სოზარ სუბარმა ენერგეტიკის მინისტრობის პოსტზე მამუკა ნიკოლაიშვილის
შესაძლო დასახელების კომენტირებისას განაცხადა.
"როცა მედიაში ნიკოლაიშვილის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, ვერც კი გავიხსენე
ვინ იყო, რამაზ ნიკოლაიშვილი მეგონა. მამუკა ნიკოლაიშვილის კანდიდატურას რეალობასთან და ჩვენს გუნდთან საერთო არაფერი აქვს", - განაცხადა სუბარმა.
სუბარის თქმით, მინისტრობის დაუსახელებელი კანდიდატების ვინაობას ბიძინა ივანიშვილი ხვალ გაახმაურებს.
Internet.ge