მიხეილ სააკაშვილი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მთავრობა შექმნა
საქართველოს პრეზიდენტი „ნაციონალური მოძრაობის“ იმ წევრებს შეხვდა,
რომლებიც თბილისის საკრებულოში პარტიას წარმოადგენენ და მათ სიტყვით მიმართა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქვეყნის ისტორიაში, „ნაციონალურმა
მოძრაობამ“ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული
მთავრობა შექმნა.
ქვეყნის პირველი პირის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ „ნაციონალური
მოძრაობა“ ქვეყნის ისტორიის გადაწყვეტაში, მნიშვნელოვან როლს შეინარჩუნებს.
„ეს არჩენები და ის, რაც შემდგომ მოხდება, უნდა იყოს ქართული
საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პერიოდი. ჩვენ როგორც საზოგადოება დარწმუნებული
ვარ, რომ წინ წავიწევთ და განვითარდებით. ჩვენი პარტიისთვის კი, ეს კათარიზის,
ახალი ეტაპის დაწყების მნიშვნელოვანი პერიოდი უნდა იყოს“,- განაცხადა სააკაშვილმა.
Internet.ge