კოალიცია "ქართული ოცნება“ პარლამენტში სამ ფრაქციას შექმნის.
კოალიციის წევრის, დავით საგანელიძის განცხადებით, არ არის გამორიცხული კიდევ
რამდენიმე ფრაქცია შეიქმნას.
მისივე
ინფორაციით, შეიქმნება „ქართული ოცნების“, „თავისუფალი დემოკრატების“ და „რესპუბლიკელების“ ფრაქცია.
ასევე,
შესაძლებელია, რომ „კონსერვატორებს“, „მრეწველებს“ და „ფორუმს“, უპარტიო დეპუტატები შეუერთდნენ და ფრაქციის
შესაქმენელად საკმარისი რაოდენობა დააგროვონ. თუმცა გუბაზ სანიკიძის განცხადებით, „ფორუმი“
ცალკე ფრაქციის შექმნას არ აპირებს და „ქართული ოცნების“ შემადგენლობაში რჩება.
internet.ge