„ერთიანი
ნაციონალური მოძრაობა“ რამდენიმე საპარლამენტო ფრაქციას შექმნის. ამ დროისათვის უცნობია ფრაქციის ხელმძღვანელი პირების ვინაობა და ფრაქციების რაოდენობა.
„ნაციონალური
მოძრაობის“ წევრის, გოკა გაბაშვილის განცხადებით, ფრაქციები ერთიან უმცირესობაში
იქნება გაერთინებული.
„ჩვენ ვიქნებით
ერთიანი უმცირესობა, ურთიერთშეკავშირებულები. ვიქნებით რამდენიმე ფრაქციით
წარმოდგენილები, მაგრამ ეს ფრაქციები ერთიან უმცირესობაში იქნება გაერთინებული“,-
განაცხადა გაბაშვილმა.
დავით
დარჩიაშვილის განცხადებით კი, ამ დროისათვის აღნიშნულ საკითხზე, კონსულტაციები
მიმდინარეობს, რის შემდეგაც ყველაფერი ცნობილი გახდება.
internet.ge