შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატი ამირან გამყრელიძე,
მინისტრობაზე უარს აცხადებს.
ამასთან
დაკავშირებით „ქართულმა ოცნებამ“ განცხადება გაავრცელა, სადაც გამყრელიძე ბიინა
ივანიშვილს ნდობისთვის მადლობას უხდის.
გამყრელიძე მიიჩნევს,
რომ ეს პოსტი მისთვის უდიდესი პატივია და დიდი პასუხისმგებლობაა.
„ეს სფერო ჩემთვის უცხო არ გახლავთ და ბიძინა
ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჩემს თავს
უფრო მრჩევლად მოვიაზრებდი. ჩვენ პირველ ეტაპზე ვერ გავითვალისწინეთ ერთი
მნიშვნელოვანი გარემოება, რომ არსებობდა გარკვეული უხერხულობა და მორალური
ინტერსეთა კონფლიქტი, ჩემს მომავალ პოზიციასა და ჩემი შვილის თანამდებობას შორის,
რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში "ალდაგი ბისიაის" გენერალური დირექტორი გახლავთ.
კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არ გახლდათ ინტერესთა სამართლებრივი კონფლიქტი,
მაგრამ იყო მორალური უხერხულობა. ამასთან დაკავშირებით უკანასკნელ დღეებში
ივანიშვილთან კონსულტაციები მქონდა. უარს ვამბობ შემოთავაზებულ თანამდებობაზე,
რათა არ ვიყო ბარიერი ჩემი ოჯახის მომავალი თაობის განვითარების გზაზე. ჩემი
ოჯახის რეპუტაცია არასოდეს შელახულა და
არც შეილახება“,- აღნიშნულია გამყრელიძის განცხადებაში.
internet.ge