ბიძინა ივანიშვილმა მინისტრობის კანდიდატურები შეცვალა
11:21 16.10.2012
|
დღის სიახლეები
|
ბიძინა ივანიშვილმა მინისტრობის კანდიდატურები შეცვალა. მის გუნდს გამოაკლდა ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატი ამირან გამყრელიძე, რომელმაც განცხადება მინისტრთა კაბინეტის წევრების დასახელებამდე რამდენიმე წუთით ადრე გაავრცელა.
ასევე შეიცვალა კახა კალაძის კანდიდატურა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ განხორციელდება ცვლილებები და სამინისტრო დაიშლება, მანამდე კი მას დავით ნარმანია უხელმძღვანელებს, რომელიც შემდგომ ფინანსთა მინისტრის მოადგილის პოსტზე გადაინაცვლებს.
კახი კალაძე დაინიშნება ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე, ხოლო ამირან გამყრელიძის კანდიდატურა კოალიციის ლიდერმა დავით სერგეინკოთი ჩაანაცვლა.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|