თბილისის საკრებულოში "ქრისტიან-დემოკრატების" ფრაქციას, ზაზა გაბუნია უხელმძღვანელებს.
დღეს, მოძრაობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ,
ახალი თავმჯდომარე თავად წარადგინა.
ზაზა გაბუნიას განცხადებით, „ქრისტიან-დემოკრატები“ მზად არიან თბილისელების ინტერესებს
ემსახურონ და მუშაობა კვლავ გააგრძელონ. მისივე თქმით, ფრაქცია აღმასრულებელი ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გაზრდაზე აქტიურად იმუშავებს.
დღესვე
გიორგი თარამაძემ, ინგა გრიგოლიას ნაცვლად საკრებულოში შესული დეპუტატი კახა ბროკიშვილი წარადინა,
რომელიც პარტიის თბილისის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანია.
internet.ge