პარლამენტის სპიკერის, დავით ბაქრაძის შეფასებით, თუ დაინტერესება იქნება - სოციალურ ქსელში - Facebook, პარლამენტის ვირტუალური თავმჯდომარის არჩევნები კვლავ ჩატარდება.
როგორც ჟურნალისტებს დავით ბაქრაძემ განუცხადა, ვირტუალური არჩევნების ძირითადი ამოცანაა - ხელი შეუწყოს არჩევნებისადმი ნდობის და დემოკრატიის იდეის პოპულარიზაციას.
„ალბათ, ყველა ის ახალგაზრდა, ვინც ამ პროექტში მონაწილეობოდა, დარწმუნდება, რა რთულია ადამიანების მხარდაჭერის მოპოვება, ხალხის დარწმუნება, რომ მათ მხარი დაგიჭირონ და რამხელა პასუხისმგებლობას გულისხმობს ნებისმიერი არჩევითი თანამდებობდა, თუნდაც ვირტუალური. მათთვის ეს პატარა სკოლა და გაკვეთილი იყო, რომელიც მომავალში გამოადგებათ. მოხარული ვარ, რომ ახალგაზრდობა ამ პროექტში აქტიურად ჩაერთო და ბევრი ადამიანი მონაწილეობდა. ჩემთვის სოციალური ქსელების მომხმარებლებთან, საზოგადოებასთან კონტაქტი მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ეს ორმხრივად სასარგებლო იდეა იყო“, - დასძინა მან.
შეგახსენებთ, რომ დავით ბაქრაძე სოციალურ ქსელ Facebook-ზე გამართულ „პარლამენტის თავმჯდომარის ვირტუალურ არჩევნებში“ გამარჯვებულებს უკვე შეხვდება. თამაშის გამარჯვებული - დიმიტრი ზაქარიაძეა და ის, ერთ სამუშაო დღეს - სპიკერთან ერთად გაატარებს. ის დღეს
დილიდან, უკვე დაესწრო - ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ევროპის რეგიონის თავმჯდომარეების კონფერენციას, ასევე დაესწრება - პარლამენტის ბიუროს სხდომას.
Internet.ge