GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ბარაკ ობამას წერილი მიხეილ სააკაშვილს
15:58 16.10.2012
დღის სიახლეები

ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ საქართველოს პრეზიდენტს დღეს პირადად გადასცა შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას წერილი, რომელშიც კიდევ ერთხელ ხაზგასმით არის აღნიშნული საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობა საქართველოს დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით.  

პრეზიდენტის ადმინისტრაცია აღნიშნული წერილის შინაარს აქვეყნებს, რომელსაც "ინტერნეტ.ჯი" უცვლელად გთავაზობთ:

„ვარდების რევოლუციის მემკვიდრეობის დასაცავად და თქვენი ქვეყნის მომავლის ევროპასთან დასაკავშირებლად შეუძლებელია გაკეთებულიყო იმაზე მეტი, ვიდრე ისეთი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გამართვა, როგორიც დაადასტურებდა საქართველოს, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს წარმატებას...

ახლა, როდესაც არჩევნებმა უკვე ჩაიარა, მსოფლიო ხედავს, რომ საქართველომ ეს ეტაპი თქვენი ლიდერობით გადალახა. ეს არის თქვენი დემოკრატიული პროგრესისა და ამ კურსის მიმართ ერთგულება, რაც თქვენი მტკიცე მემკვიდრეობა იქნება. მაშინ, როდესაც არჩევნების შედეგები თქვენთვის და თქვენი მხარდამჭერებისთვის დიდი იმედგაცრუება იყო, ამ შედეგებმა აჩვენა, რომ თქვენი მმართველობის დროს საქართველოში ჩამოყალიბდა მოქნილი და კონკურენტუნარიანი დემოკრატია.

წინსვლისთვის საქართველოს დასჭირდება, რომ თქვენ განაგრძოთ ქვეყნის მართვა და პარლამენტთან და ქართული ოცნების კოალიციის ლიდერებთან ერთად იმუშაოთ, რათა მთავრობის გადაბარებისა და ახალი მთავრობის ჩამოყალიბების პროცესი  უმტკივნეულოდ წარიმართოს. თქვენ ერთად გეკისრებათ პასუხისმგებლობა განაგრძოთ თქვენი ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარება. თქვენმა საჯარო განცხადებებმა არჩევნების შედეგების ცნობასთან დაკავშირებით, დაამტკიცა, რომ თქვენთვის უპირველესი ყველა ქართველის ინტერესის გათვალისწინებაა“, - აღნიშნულია პრეზიდენტ ობამას წერილში. 

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
რუსმა ოკუპანტებმა ადმინისტრაციულ საზღვარზე ქართველი ბავშვები არ გაატარეს1
ზურა ტარყაშვილის მკვლელობისთვის ბრალი შესაძლოა დავით ჯოხაძესაც წაუყენონ2
ფოტორეპორტაჟი: სტიქიის ზონაში აღდგენითი სამუშაოები გრძელდება3
პრეზიდენტმა შიდა ქართლში ფერმერთა ცენტრი დაათვალიერა4
მამაკაცმა მეტროში თვითმკვლელობა სცადა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X