მიხეილ სააკაშვილი: "ნაციონალურ მოძრაობას" დიდი მომავალი აქვს
17:42 16.10.2012
|
დღის სიახლეები
|
საქართველოს პრეზიდენტი აჭარის უმაღლესი საბჭოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატობის კანდიდატებს შეხვდა.
მიხეილ სააკაშვილმა მათ სამომავლო გეგმები გააცნო და იმ კონკრეტულ მიზეზებზე ესაუბრა, რის გამოც პარტია არჩევნებში დამარცხდა.
"ნაციონალურ მოძრაობას აქვს დიდი მომავალი და ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას. საქართველოს პარლამენტში და აჭარის უმაღლეს საბჭოში ორი დიდი პარტია შევიდა, ჩვენ ვგეგმავთ ქვეყნისთვის მიშვნელოვან საკითხებზე თანამშრომლობას, ხოლო ცუდზე თვალის დახუჭვას არ ვაპირებთ", – აღნიშნა შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|