მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ ვლაპარაკობდით ბევრად მეტს, ვიდრე ვისმენდით პრობლემებს (VIDEO)
„ჩვენ ვლაპარაკობდით ბევრად მეტს, ვიდრე ვისმენდით პრობლემებს“,-
აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აჭარის უმაღლესი
საბჭოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატობის კანდიდატებთან შეხვედრისას გააკეთა.
„საქართველომ წარმოუდგენელ პროგრესს მიაღწია, თუმცა ჩვენ მეტად
კონსპირირებული ვიყავით პროგრესზე, ვიდრე არსებულ პრობლემებზე. ამ რეფორმებს მთელი
მსოფლიო ტაშს უკრავს, ამ ყველაფერმა რეგიონისთვის საქართველო სანიმუშო ქვეყნად
აქცია, მაგრამ ჩვენ ბევრად უფრო ჩქარა ვაკეთებდით რეფორმებს, ვიდრე ამისთვის მზად
იყო ჩვენი საზოგადოება“,- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით საქართველოში შეიქმნა შთაბეჭდილება და რეალობა, რომ რამდენიმე
თაობა ამ რეფორმების მიღმა აღმოჩნდა.
internet.ge