დღეს, საქართველოში ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე
და ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის
გენერალური მდივნის მოადგილე ჰელგა შმიდი ჩამოვლენ.
როგორც ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა კეტრინ ეშტონმა, ევროპის საგარეო საქმეთა საბჭოს ყოველთვიურ
კონსილიუმზე განაცხადა, ფულე და შმიდი
თბილისში შეხვედრებს მისი სახელით გამართავენ.
ვიზიტის ფარგლებში ევროპელი
პოლიტიკოსები ადგილობრივ პოლიტიკურ ლიდერებთან გამართავენ შეხვედრებს.
Internet.ge