საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ბრაზილიაში „ღია მმართველობის პარტნიორობის"
კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ
„ინტერნეტ.ჯი“-ს პრემიერის აპარატიდან აცნობეს.
გილაური კონფერენციის
გახსნით ნაწილში სიტყვით გამოვა.
„ღია
მმართველობის
პარტნიორობის"
კონფერენციაში
ბრაზილიის
პრეზიდენტი დილმა რუსეფი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონიც მიიღებენ მონაწილეიბას.
18 აპრილს კი, სან-პაულოში, გილაური ბრაზილიის ეკონომიკისა და ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდება.
"ბრაზილია დღეს გლობალური მოთამაშეა. გლობალური პოლიტიკის ნაწილია არა მარტო ლათინო ამერიკაში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. შესაბამისად, მისი მხარდაჭერა ტერიტორიული მთლიანობისთვის, მხარდაჭერა საერთაშორისო ორგანიზაციებში ძალიან
მნიშვნელოვანია. ეს კონფერენცია ჩვენს შემდგომ
დაახლოებას შეუწყობს ხელს. მნიშვნელოვანია ასევე
ეკონომიკური ურთიერთობების
გაღრმავება" - განაცხადა გილაურმა.
ცნობისთვის, 16 აპრილს პრემიერი ბრაზილიის ვიცე-პრეზიდენტს, საგარეო ურთიერთობათა და ენერგეტიკის მინისტრებს შეხვდა.
შეხვედრაზე
მხარეებმა
სავაჭრო-კულტურულ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე გაამახვილეს ყურადღება.
ლიდერებმა ბრაზილიური ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებზეც ისაუბრეს.
Internet.ge