საქართველოს
პრეზიდენტი
ამ წუთებში ევროპის სახალხო პარტიის 21-ე კონგრესს ესწრება. მიხეილ სააკაშვილი კონგრესის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.
ვიზიტის
ფარგლებში
საქართველოს
პირველი პირი ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.
პრეზიდენტის
ადმინისტრაციის
ინფორმაციით,
ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე პარტიის პლატფორმის პრეზენტაცია გაიმართება, სამომავლო გეგმებსა და მიზნებზე იმსჯელებენ და პარტიის ახალ პრეზიდენტსა და გენერალურ მდივანს აირჩევენ.
ბუქარესტში
მიმდინარე
კონგრესს ევროკავშირის 16
ქვეყნის ლიდერი, ასევე ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო და ევროსაბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპეი დაესწრებიან.
Internet.ge