ჟოზე მანუელ ბაროზომ საქართველში ჩატარებულ არჩევნებს მნიშვნელოვანი დემოკრატიული პროცესი უწოდა
საქართველოს პრეზიდენტი EPP-ს კონგრესის ფარგლებში ბუქარესტში ევროკომისიის პრეზიდენტს შეხვდა.
მიხეილ სააკაშვილმა და ჟოზე მანუელ ბაროზომ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხები განიხილეს.
ჟოზე მანუელ ბაროზომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები შეაფასა და 1 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებს მნიშვნელოვანი დემოკრატიული პროცესი უწოდა.
Internet.ge