GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ვილფრედ მარტენსი: ნება მოგვეცით არასდროს დავივიწყოთ ვარდების რევოლუცია საქართველოში!
22:30 17.10.2012
დღის სიახლეები

ვილფრედ მარტენსმა თავის გამოსვლაში საქართველოში ჩატარებული დემოკრატული არჩვენების შესახებ ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მზად არის მიხეილ სააკაშვილთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის, იმ მიზნით, რომ ქვეყანამ კვლავ შეინარჩუნოს ევროატლანტიკური კურსი.

დემოკრატიამ გაიმარჯვა საქართველოში. პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი გუნდის წევრები შესანიშნავად მოქმედებდნენ წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღეს და არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ. მათ აჩვენეს პოლიტიკური სიმწიფე და მოიქცნენ ისე, როგორც ჭეშმარიტ დემოკრატიას შეეფერება.

საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა გვიჩვენა, რომ დემოკრატიამ გაიმარჯვა, მაგრამ, სამწუხაროდ, ოპონენტებმა დიდი ფული დახარჯეს მხარდაჭერის საყიდლად, საქართველოში უნდობლობის განცდის შესაქმნელად და იმისთვის, რომ საქართველოს რეპუტაცია საერთაშორისო მასშტაბითაც შეელახათ. ამ შემთხვევაში დემოკრატიული რეჟიმი დაუპირისპირდა ავტორიტარულ რეჟიმს. ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, რომელიც ყოველთვის ბატონობს რუსეთში, პირველ შემთხვევაში, მთავარი ფასეულობები კანონის უზენაესობა და თავისუფლებაა - ჩვენ უნდა წავახალისოთ პირველი.

როდესაც ვხედავთ თუ რა სისწრაფით მიდის ყველაფერი უკან, როდესაც ვხედავ იმ ბრძოლას, რომელიც მაგალითად ჩვენს მეგობრებს ჭირდებათ მოლდოვაში ევროპული ღირებულებების დასამკვიდრებლად, ვსვამ კითხვას - ნუთუ არ დადგა დრო, რომ ამ ქვეყნებს, მივცეთ საშუალება შეუერთდნენ ევროატლანტიკურ სივრცეს. 

ძვირფასო პრეზიდენტო, ბატონო მიხეილ, ჩვენი პარტია და ჩვენი გუნდი, ერთი გუნდია. ჩვენ როგორც არასდროს ვიბრძოდით ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტის გამოყენებით, რათა მხარი დაგვეჭირა თქვენთვის და თქვენი პარტიის კანდიდატებისთვის ამ რთულ და უსამართლო ბრძოლაში, რომელიც სხვა ეპოქის მოვლენას წააგავდა. თქვენი მთავარი ფასეულობები სრულად ესადაგება ევროკავშირის ძირეულ ფასეულობებს და გვსურდა ხელი შეგვეწყო მათთვის, ვინც ამ ფუნდამენტური ფასეულობების ერთგული იყო. სამწუხაროდ, ჩვენ არ ვიყავით წარმატებული, მაგრამ მერწმუნეთ, ჩვენ კიდევ უფრო ბევრს ვიმუშავებთ თქვენს მხარდასაჭერად, რაც მომავალ არჩევნებამდე მიგიყვანთ. ნება მოგვეცით არასდროს არ დავივიწყოთ ვარდების რევოლუცია საქართველოში!

ძვირფასო პრეზიდენტო, ბატონო მიხეილ, ჩვენი პარტია და ჩვენი გუნდი, ერთი გუნდია. ჩვენ როგორც არასდროს ვიბრძოდით ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტის გამოყენებით, რათა მხარი დაგვეჭირა თქვენთვის და თქვენი პარტიის კანდიდატებისთვის ამ რთულ და უსამართლო ბრძოლაში, რომელიც სხვა ეპოქის მოვლენას წააგავდა.

თქვენი მთავარი ფასეულობები სრულად ესადაგება ევროკავშირის ძირეულ ფასეულობებს და გვსურდა ხელი შეგვეწყო მათთვის, ვინც ამ ფუნდამენტური ფასეულობების ერთგული იყო. სამწუხაროდ, ჩვენ არ ვიყავით წარმატებული, მაგრამ მერწმუნეთ, ჩვენ კიდევ უფრო ბევრს ვიმუშავებთ თქვენს მხარდასაჭერად, რაც მომავალ არჩევნებამდე მიგიყვანთ. 

ნება მოგვეცით არასდროს არ დავივიწყოთ ვარდების რევოლუცია საქართველოში!

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
რუვენ რივლინი: ჩემი ვიზიტის დროს ველოდები, რომ უფრო მეტს შევიმეცნებ თქვენი ქვეყნის შესახებ1
რატომ დასჭირდა პატრიარქს სამედიცინო გამოკვლევა?2
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა საგანგებო ბრიფინგი გამართა3
თეა თუთბერიძეს შვილის მოკვლით ემუქრებიან4
ნორა კვიციანი პატიმრობიდან გაათავისუფლეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X