ნესტან კირთაძე ბრიუსელში აფხაზებთან და ოსებთან დაახლოების საკუთარ გეგმაზე მუშაობს
ნესტან კირთაძემ
ბრიუსელში ორგანიზაციის პრეზენტაცია გამართა, რომლის მიზანიც ქართველების,
აფხაზებისა და ოსების შერიგებაა.
კირთაძემ
პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მთავარი მიზანი ეკონომიკური და სოციალური
ინფრქსტრუქტურის პრაქტიკული გეგმის შედგენისა და კულტურული და სამეცნიერო
თანამშრომლობის დასაწყებად მოლაპარაკებებისთვის ბიძგის მიცემა იქნება, მანამდე კი აფხაზეთისა
და ცხინვალის რეგიონის პოლიტიკური სტატუსის შესახებ მოლაპარაკებები უნდა გაიყინოს,
ვიდრე მხარეები ამ თემაზე სასაუბროდ მზად არ იქნებიან.
მოძრაობამ
წარმოადგინა მოქმედების გეგმა, რომელიც მიმდინარე წლის ბოლოსა და მომავალ
წელსაც კირთაძის რამდენიმე ვიზიტს
გულისხმობს მოსკოვში.
ივარაუდება,
რომ შეხვედრები ჩატარდება რუსეთის დიპლომატიურ, პოლიტიკურ და ექსპერტულ წრეებში,
ასევე აფხაზეთისა და ოსეთის დიასპორებთან.
კირთაძემ განაცხადა, რომ მოძრაობას აქვს ევროკავშირის მხარდაჭერა და რომ ნოემბერში
მისი პრეზენტაცია ევროპის პარლამენტში მოხდება.
internet.ge