გიგა ბოკერია: ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები სწრაფად უნდა განახლდეს
ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი, მთავრობის
კანცელარიაში უშიშროების საბჭოს მდივანს გიგა ბოკერიას შეხვდა. შეხვედრა დახურულ
კარს მიღმა გაიმართა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ბოკერიამ განაცხადა,
მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპრაკებები
სწრაფად განახლდეს.
„მოხარულები ვართ, რომ საქართველოში ჯეიმს აპატურაის ვიზიტი შედგა.
ყველამ იცის, რომ ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები მოხსენიებული იყო როგორც ტესტი
დემოკრატიული რეფორმებს განვითარებისთვის. პროცესების დასრულების შემდეგ კი,
მნიშვნელოვანია, რომ ნატოში გაწევრიანების გზაზე სწრაფ გაერთიანებასთან
დაკავშირებით მოლაპარაკებები სწრაფად განახლდეს. ეს ვიზიტი კი, ძალიან დროული
იყო“,- განაცხადა აპატურაიმ.
მისი თქმით, მთავარი გზავნილია, რომ ნატოში გაწევრიანებასთან
დაკავშირებით ქვეყნის კურსი არის ურყევი, მთავარია ახლა იგივე გზავნილი ახალმა
მთავრობამაც გააჟღეროს.
internet.ge