აჭარის უმაღლეს საბჭოში "ქართულ ოცნებას" 13, "ნაციონალურ მოძრაობას" კი 8 დეპუტატი ეყოლება
21:49 18.10.2012
|
დღის სიახლეები
|
უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ აჭარის უმაღლესი საბჭოს 1-ელი ოქტომბრის
არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა.
არჩევნების შედეგების მიხედვით კოალიცია
"ქართულ ოცნებას" უმაღლეს საბჭოში 13 დეპუტატი, ხოლო ნაციონალურ მოძრაობას 8
დეპუტატი ეყოლება.
შემაჯამებელ ოქმს უსკო სრული შემადგენლობით დაეთანხმა. მისი გასაჩივრება ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2 დღის
ვადაში იქნება შესაძლებელი.
ახალი მოწვევის
უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა 31 ოქტომბრამდე
უნდა დანიშნოს.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|