ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან
ფულემ და ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის გენერალურმა მდივნის
მოადგილემ ჰელგა შმიდტმა საქართველო გვიან ღამით დატოვეს. მანადმდე კი
უცხოელი სტუმრები ევროინტეგრაციის მინისტრობის კანდიდატ ალექსი პეტრიაშვილს კოალიცია „ქართული
ოცნების“ ცენტრალურ ოფისში შეხვდნენ.
ფულეს განცხადებით საუბარი ასოცირების
შეთანხმებას შეეხო.
"მე მინისტრობის კანდიდატი ბრიუსელში
დავპატიჟე და განვუცხადე, რომ საქართველოში კვლავ ჩამოვალ. საქართველოში
ჩატარებული არჩევნებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა რომ ევროპული დღისწესრიგი ჩვენს ურთიერთობებში
მთავარ ადგილას დგას. ხაზგასმით აღვნიშნეთ რომ საქართველო და ქართველი ხალხი
მნიშვნელოვანია ჩვენთვის“,- განაცხადა სტეფან ფულემ.
მისივე თქმით, შეხვედრის მთავარი თემა ევროპაში ინტეგრირება იყო.
მხარეებმა
ასევე ლიბერალურ სავიზო რეჟიმსა და შემდგომ პარტნიორობაზე ისაუბრეს.
მაღალი
რანგის სტუმრები მთელი დღის განმავლობაში ქართველ პოლიტიკოსებს ხვდებოდნენ.
Internet.ge