“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“
ერთ–ერთი ლიდერის, დავით ბაქარაძის ინფორმაციით,
საპარლამენტო უმცირესობა პარლამენტში სამ ფრაქციას შექმნის.
ამის შესახებ ბაქრაძემ პარტიის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„პირველი ფრაქცია იქნება "ერთიანი ნაციონალური
მოძრაობა"
და
მას
გოკა
გაბაშვილი
უხელმძღვანელებს,
მეორე
- "ნაციონალური
მოძრაობა
- რეგიონები"
– მას აკაკი ბობოხიძე, ხოლო მესამე ფრაქციას - "ნაციონალური მოძრაობა
- მაჟორიტარებს“ ტარიელ ლონდარიძე უხელმძღვანელებს. ეს კეთდება
იმისთვის,
რომ
ოპოზიციას
პარლამენტში
ჰყავდეს
მეტი
გამომსვლელი,
მეტი
ხმა
ბიუროზე,
მეტი
ფრაქციის
აპარატი
და
აქედან
გამომდინარე
იქნა
მიღებული
გადაწყვეტილება,
რომ
ერთიანი
საპარლამენტო
უმცირესობის
ფარგლებში
სამი
ფრაქცია
შექმნილიყო",
- აღნიშნა
დავით
ბაქრაძემ და იქვე დასძინა, რომ საპარლამენტო უმცირესობის
მხრიდან
ვიცე-სპიკერის
პოსტზე
წარდგენილი
გიორგი
ბარამიძე იქნება.
internet.ge