„მოსკოვი ცდილობს მიაღწიოს იმას, რომ
საქართველომ აფხაზეთთან ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმება გააფორმოს“ -
განუცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოსკოვში მყოფ სეპარატისტული რეჟიმის
ე.წ. საგარეო უწყების ხელმძღვანელს ვიაჩესლავ ჩირიკბას.
„ჩვენ ვადასტურებთ აუცილებლობას, რომ უნდა
გაგრძელდეს მცდელობა ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების გასაფორმებლად, რაც
გამორიცხავდა სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებრივ სამხედრო ავანტიურებს, როგორსაც
ადგილი ჰქონდა 2008 წლის აგვისტოში“ - განაცხადა ლავროვმა.
მან ასევე გააკრიტიკა დასავლეთის სახელმწიფოები,
რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში მოსკოვის მიდგომებს არ იზიარებენ
და განაცხადა, რომ სოხუმი და ცხინვალი მათი მხრიდან „უცერემონიო საგარეო ზეწოლას
ექვემდებარებიან“. ასეთ მიდგომებს კი, ლავროვის თქმით, მოსკოვი განიხილავს, როგორც
„რეგიონში სტაბილიზაციის საწინააღმდეგო მცდელობებს“.
Internet.ge