საქართველოს პრეზიდენტმა დღეს, გამართულ პარლამენტის პირველ სხდომაზე უმრავლესობასა და უმცირესობას რჩევები მისცა და მათ როლზე ისაუბრა.
გამოსვლისას პრეზიდენტმა ყველას მოუწოდა, საქართველოს ტერიტორიის ოკუპანტის მიერ დაგებულ არც ერთ ხაფანგში არ გაებან.
“ვუსურვებ უმრავლესობას არაფერი დაანგრიოს და გააუარესოს, რომელიც დარწმუნებული ვარ არ გსურთ, არამედ შეძლოს მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული იმ დაპირებების შესრულება, რომელიც ხალხს მისცეს. უმცირესობას კი, ვუსურვებ, რომ იყოთ ძალა, რომელიც მთავრობას დაეთანხმება, როდესაც ის სწორი იქნება, მაგრამ აბსოლიტურად მოუსვენარი და შეურიგებელი იქნება, როცა ის ხელისუფლებას არ დაეთანხმება”,- განაცხადა სააკაშვილმა.
Internet.ge