საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის პირველ სხდომაზე ინიციატივით გამოვიდა, რაც გუბერნატორების პირდაპირი წესით არჩევას გულისხმობს.
ქვეყნის პირველი პირის შეფასებით, აღნიშული საკითხი, მნიშვენლოვანი ნაბიჯი იქნება ქვეყნის დემოკრატიის გზაზე.
“ახლა, ჩვენ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი დრო მოდის. უნდა მივისწრაფვოდეთ პარლამენტის დეცენტრალიზაციისაკენ, რათა უფრო მეტ მოქალქეს ჰქონდეს გავლენა ამ პროცესებზე. პარლამენტის ქუთაისში გადმოტანა არ იყო მარტივი გადაწყვეტილება და არც დედაქალაქის წინაღმდეგ მიმართული სადამსჯელო ღონისძიება იყო. ეს პარლამენტი არის სიმბოლო ახალი საქართველოსი, რომელიც რადიკალურად განსხვავდება ლავრენტი ბერიას მიერ აშენებულ პარლამენტისგან”,- განაცხადა სააკაშვილმა.
internet.ge