თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ დღეს, კომენტარი როლანდ ახალაიასთვის შესაძლო უფლებამოსილების აცილების თაობაზე გააკეთა.
ალასანიას თქმით, ქვეყანაში ჯერ კიდევ ჯიბის სასამართლოა.
“ქვეყანაში ჯერ კიდევ ჯიბის სასამართლოა და ჯერ კიდევ ის იღებ გადაწყვეტილელებს. თუმცა, ვინაიდან, ჩვენ სამართლიან საქართველოს ვაშენებთ ვიღებთ სასამართლოს გადაწყვეტილებას”,- განაცხადა ალასანიამ.
Internet.ge