“ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა მოვაგვაროთ ის პრობლემები, რაც ხალხს აწუხებს”,- ამის შესახებ განცხადება დავით ბაქრაძემ დღეს, პარლამენტის პირველ სხდომაზე გააკეთა.
მისი თქმით, უმცირესობა არცერთი ალტერნატიული კანდიდატურის დასახელებას არ აპირებს.
“ქვეყნის ცხოვრება თვისობრივად და პრინციპულად ახალ ეტაპზე გადადის. მას შემდეგ რაც ამ კედლებში ჩვენ ერთად შემოვედით, მოსახლეობა ჩვენგან ელოდება შრომას და იმ პრობლემების გადაწყვეტას, რომლებიც მათ აწუხებთ. დარწმუნებული ვარ, ამ დარბაზში ძალიან ბერი მწვავე დებატი და დაპირისპირება იქნება”,- განაცხადა ბაქრაძემ.
internet.ge