GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი: გადასახადების შემცირება წარმოუდგენელია
10:17 23.10.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გადასახადებია, რაც უკვე კოალიცის წევრებმაც აღიარეს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, გადასახადების შემცირება წარმოუდგენელია.

ამის შესახებ განცხადება, პრეზიდენტმა დუბაიში ყოფნის დროს გააკეთა, სადაც საერთაშორისო ენერგეტიკულ ფორუმს ესწრება.

ქვეყნის პირველი პირის თქმით, მათ გააკეთეს ყველაფერი, რომ საქართველოში თავისუფლება ყოფილიყო.

„მსოფლიო ბანკის მონაცემების თანახმად, ბიზნესის კეთების სიმარტივით, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ადგილია მსოფლიოში. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ბიზნესზე არ არის კორუფციის წნეხი; ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში არ ყოფილა ადმინისტრაციული და სამთავრობო წნეხი; ეს ნიშნავს იმას, რომ მთავრობიდან და, მით უმეტეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მათ წილში არავინ არ უჯდებოდა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ საქართველოში ყოფილიყო თავისუფლება. ჩვენ არ გვაქვს ნავთობი და გაზი, ჩვენი ერთადერთი რესურსი არის მეტი ინვესტიცია, ბიზნესის გამარტივება, არაკორუმპირებული გარემოს შენარჩუნება, დანაშაულის არსებული - ძალიან დაბალი დონის შენარჩუნება და თუ ქვეყანა ამას შევძლებს, საქართველოს აქვს შანსი, გააგრძელოს პროგრესი“,- განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ის ქვეყნის მომავლისთვის ბრძოლას გააგრძელებს.

„ვისურვებდი, რომ საქართველომ გააგრძელოს წარმატებული აღმშენებლობა; ვისურვებდი, რომ საპარლამენტო ოპოზიცია დაეთანხმოს მთავრობას იქ, სადაც უნდა დაეთანხმოს; ვისურვებდი, რომ ეს დადებითი ტენდენცია, ბიზნესის თავისუფლებისა და სიადვილის თვალსაზრისით მეცხრე ადგილზე ყოფნა, წარმოუდგენელი სასწაულია; ასევე ვისურვებდი, რომ ყოველივე ეს შევინარჩუნოთ და არაფერი არ დაინგრეს. დანგრევა ადვილია, შენებაა ძალიან ძნელი და ვისურვებდი ამ პროცესის გაგრძელებას“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

Internet.ge


აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
რუსმა ოკუპანტებმა ადმინისტრაციულ საზღვარზე ქართველი ბავშვები არ გაატარეს1
ზურა ტარყაშვილის მკვლელობისთვის ბრალი შესაძლოა დავით ჯოხაძესაც წაუყენონ2
ფოტორეპორტაჟი: სტიქიის ზონაში აღდგენითი სამუშაოები გრძელდება3
პრეზიდენტმა შიდა ქართლში ფერმერთა ცენტრი დაათვალიერა4
მამაკაცმა მეტროში თვითმკვლელობა სცადა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X