თორნიკე გორდაძე: ჩვენი მიზანია ასოცირების შესახებ მოლაპარაკებები მომავალ წელს დასრულდეს
მთავრობის
კანცელარიაში, ასოცირების შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების მე-11 რაუნდი მიმდინარეობს.
როგორც
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა თორნიკე გორდაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას
განაცხადა, მათი მიზანია მოლაპარაკებები მომავალ წელს დასრულდეს.
„ჩვენი ერთიანი მიზანია, რომ ეს მოლაპარაკებები, მომავალი წლის მეორე
ნახევარში დასრულდეს, რის შემდეგაც საქართველოს უფრო დიდი პერსპქტივები მიეცემა.
ასევე მნიშვნელოვანია ვიზებზე მოლაპარაკება, რომელიც კარგი ტემპით მიმდინარეობს.
ჩვენ ვცდილობთ დავასრულოთ ვიზა-დიალოგი ევროკავშირთან მომავალი წლის ბოლოს“,-
განაცხადა გორდაძემ.
მისი თქმით, საქართველოსთვის ვილნიუსის სამიტი მნიშვნელოვანი იქნება, სადაც საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები უნდა მიიღოს.
internet.ge