GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
აპატურაი: ნატო გაითვალისწინებს, რომ საქართველომ ტესტი წარმატებით ჩააბარა
15:37 23.10.2012
დღის სიახლეები

რადიო "ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი კმაყოფილებას გამოთქვამს  იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ორივე პოლიტიკური ძალა კონსენსუსს აღწევს იმ მთავარ თემაზე, რაც ქვეყნის საგარეო პოლიტიკას ეხება - იქნება ეს კარგი ურთიერთობის დამყარება მეზობლებთან, ტერიტორიული მთლიანობა თუ ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია.

განსაკუთრებით კი,  მისი თქმით, დასაფასებელია, რომ ეს სურვილი არა მხოლოდ სამთავრობო წრეებში, არამედ საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილში შეინიშნება.

აპატურაიმ აღნიშნა, რომ ბედნიერია, რადგან დაინახა ახალი მთავრობის სურვილი, ითანამშრომლოს ნატოსთან და მისი დახმარება და თანადგომა მიიღოს.

"დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი ივანიშვილი, მზად არის იგივე გეზი განაგრძოს და წინ წაწიოს ურთიერთობა ნატოსთან. შესაბამისად, ნატოც ერთგული რჩება იმ დაპირებებისა, რომლებიც ბუქარესტის სამიტზე დაფიქსირდა” - დასძინა აპატურაიმ.

"ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში აპატურაიმ მოახლოებულ წლიურ ეროვნულ პროგრამაზეც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ წელს საქართველო შეფასებული იქნება იმ ტესტის მიხედვით, რომელიც მან წარმატებით ჩააბარა.

გენერალური მდივნის წარმომადგენელი შეეხო იმ თემას, რომელიც პროგრამის ფარგლებში წარსულშიც იყო განხილული. კერძოდ, სასამართლოს თემას, რომელსაც ნატომ ყურადღება მიაქცია და პრობლემურ საკითხად მიიჩნია.

მან აქვე ხაზი გაუსვა, რომ ყოველთვის და ყველა ქვეყნისთვის არსებობს პრობლემური საკითხები და წლიური ეროვნული პროგრამის მიზანი სწორედ ამ საკითხებზე ყურადღების გამახვილება და მათზე მუშაობაა.

"ჯერ კიდევ მრავალი გასაკეთებელის მიუხედავად, არჩევნების წარმატებით ჩატარება საკმაოდ პოზიტიური ფაქტია. განსაკუთრებით  კი, ისეთი რეგიონისთვის, სადაც მოცემული მოვლენა არც თუ ისე ხშირია” - აღნიშნა მან და დასძინა, რომ წინ საკმარისი დროა იმისთვის, რომ ადეკვატურად მოხდეს ნატოს მხრიდან ამ მოვლენის შეფასება და გაანალიზება. კერძოდ კი, ახლოვდება ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრა, რომელზეც ალიანსის ქვეყნები ყურადღებით მოეკიდებიან და განიხილავენ ამ საკითხს.

ინტერვიუს ბოლოს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანა გააგრძელებს არჩეულ გზას რეფორმებისკენ და ერთგული დარჩება იმ გეზის,  რომელიც ქვეყანას ნატოსკენ წაიყვანს. ალიანსი კი, თავის მხრივ, მზად იქნება მთავარ საკითხებში გვერდში დაუდგეს საქართველოს.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში „ადიდასის“ ახალი ფაბრიკა დაათვალიერა (VIDEO)1
კანცელარიისკენ მსვლელობა დაიწყო2
მამინაცვალმა 6 წლის გერი ჩამოახრჩო3
ანიკაშვილი საქართველოში სოლიდარული სოციალური დაცვის სისტემის დანერგვას ითხოვს4
შენგელიას 14 ქულა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X